მატჩის დღე — ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალური დაპირისპირებებით ბრუნდება

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ოთხი მერვედფინალური დაპირისპირება შედგება, მათ შორის ცენტრალური კი ნიუკასლისა და ბარსელონას მატჩი იქნება.
ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღე გალათასარაისა და ლივერპულის შეხვედრით გაიხსნება, მოგეხსენებათ, ალისონ ბეკერი გუნდს თურქეთში ვერ გაჰყვა, რადგან ბრაზილიელმა მეკარემ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დღევანდელ თამაშში, მერსესაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ამ გუნდებს შორის ეს დაპირისპირება პირველი არ არის, გუნდები აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც გალათასარაიმ ინგლისური კლუბი 4-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დამარცხდა და ორჯერ ფრე ითამაშა.
ფლიკის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური პირდაპირ გაიფორმა, ლიგის ფაზაში მეხუთე ადგილის დაკავებით. რაც შეეხება ნიუკასლ იუნაიტედს, ინგლისურმა კლუბმა ლიგის ფაზა მე-12 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ყარაბაღს დაუპირისპირდა. ინგლისურმა კლუბმა მოწინააღმდეგეს უშანსოდ მოუგო (6:1, 3:2), რითაც 1/8 ფინალის საგზური დამსახურებულად გაიფორმა.
აქამდეც გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც კამპ ნოუს ბინადრებმა 4-ჯერ გაიმარჯვეს, ხოლო "კაჭკაჭებმა" მხოლოდ ერთხელ. დღევანდელი შეხვედრა, მათთვის რიგით მე-6 დაპირისპირება იქნება. შეგახსენებთ, ეს გუნდები აქამდე, ლიგის ფაზაშიც შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბარსელონამ ინგლისური გუნდი 2-1 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე:
გალათასარაი - ლივერპული 21:45
ნიუკასლი - ბარსელონა 23:55
ატალანტა - ბაიერნი 23:55
ატლეტიკო - ტოტენჰემი 23:55
გალათასარაი - ლივერპული 21:45
ნიუკასლი - ბარსელონა 23:55
ატალანტა - ბაიერნი 23:55
ატლეტიკო - ტოტენჰემი 23:55




