ავტორიზაცია

მატჩის დღე — ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საქმეში ერთვება

მატჩის დღე — ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საქმეში ერთვება
თარიღი 11 Mar 2026, 11:57
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დარჩენილი 4 მატჩი გაიმართება და მოქმედი ჩემპიონი, პსჟ საქმეში ჩაერთვება — პარიზული კლუბი საკუთარ კედლებში ლონდონის ჩელსის მიიღებს.

1/8 ფინალში გასასვლელად, ლუის ენრიკეს გუნდმა პლეი-ინი გაიარა, სადაც მონაკოს შეხვდა და დაამარცხა. არისტოკრატებმა კი ლიგის ფაზაში მე-6 ადგილი დაიკავეს და პლიე-ოფის საგზური პირდაპირ მოიპოვეს. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ლივერპულს ან გალათასარაის შეხვდება 1/4 ფინალში.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს გასულ ზაფხულში ფიფას საკლუბო ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, სადაც ლონდონელებმა დიდი ანგარიშით, 3-0 მოიგეს. უკანასკნელ 5 ურთერთდაპირისპირებაში კი სრული თანაფარდობაა — 2-2 მოგება და 1 ფრე.

Sofascore-ის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო შემადგენლობაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია და პარიზული კლუბის შეტევის ტრიოს ბარკოლა, დუე და დემბელე შეავსებენ. ასევე ტრავმის გამო პარიზელებს ფაბიან რუისი ვერ დაეხმარება.

სავარაუდო შემადგენლობა Sofascore-ის ვერსიით


დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი

ლევერკუზენი V არსენალი 21:45
რეალი V მანჩესტერ სიტი 23:55
პსჟ V ჩელსი 23:55
ბოდო/გლიმტი V სპორტინგი 23:55