ავტორიზაცია

მატჩის დღე ელჩეში — საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ესტუმრება

მატჩის დღე ელჩეში — საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ესტუმრება
თარიღი 11 Oct 2025, 12:19
დღეს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოქმედ ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს ესტუმრება.

E ჯგუფის გასულ საწყის ორ ტურში, საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა მოაგროვა — ვილი სანიოლის გუნდი თბილისში თურქეთთან 2-3 დაამრცხდა, ხოლო შემდეგ ბულგარეთს 3-0 მოუგო. ესპანეთის კი ორი გამარჯვებით და 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს.

დღევანდელ მატჩში ევროპის ჩემპიონებს ტრავმების გამო არაერთი ლიდერი დააკლდებათ. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს კარვახალი, უილიამსი, იამალი, ფაბიან რუისი, ოლმო, როდრი და ჰოილუნი ვერ დაეხმარებიან, საქართველოს რიგებიდან კი მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს.

გუნდები 21-ე საუკუნეში ერთმანეთს სულ 8-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 7 მატჩი ესპანეთმა მოიგო, ხოლო ერთი საქართველომ. აღსანიშნავია, რომ ის ერთი გამარჯვება ქართველმა ფეხბურთელებმა 2016 წელს გასვლაზე მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული დღევანდელ მატჩში

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ლაშა დვალი, ირაკლი აზაროვი

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი ქოჩორაშვილი

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე

ესპანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.