ავტორიზაცია

მატჩის დღე — პსჟ ბარსელონას საკადრო პრობლემებით ესტუმრება

მატჩის დღე — პსჟ ბარსელონას საკადრო პრობლემებით ესტუმრება
თარიღი 01 Oct 2025, 12:45
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი 9 მატჩი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, პსჟ მიიღებს.

ლუის ენრიკეს გუნდი ბარსელონას დიდი საკადრო პრობლემებით ესტუმრება — პარიზულ კლუბს ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი ვერ დაეხმარებინა. თავის მხრივ ბარსელონას გავი, რაფინია და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დააკლდება.

გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2024 წელს სწორედ კატალონიაში შეხვდნენ, სადაც პარიზელებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი 2 ბარსელონამ მოიგო, 1 პარი სენ ჟერმენმა, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

ბარსელონას და პარი სენ ჟერმენების დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს.

დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი

20:45 სენტ-ჟილი - ნიუკასლი
20:45 ყარაბაღი - კოპენჰაგენი
23:00 ბარსელონა - პსჟ
23:00 ვილიარეალი - იუვენტუსი
23:00 მონაკო - მანჩესტერ სიტი
23:00 დორტმუნდი - ბილბაო
23:00 არსენალი - ოლიმპიაკოსი
23:00 ნაპოლი - სპორტინგი
23:00 ლევერკუზენი - პსვ