მატჩის დღე — რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე იუვენტუსს უმასპინძლებს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის მესამე ტურის დარჩენილი 9 მატჩი გაიმართება, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რეალის და იუვენტუსის დაპირისპირება იწვევს.
რეალი და იუვენტუსი ერთმანეთს ბოლოს 2025 წლის 1-ელ ივლისს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც სამეფო კლუბმა მეტოქე გონსალო გარსიას გოლით დაამარცხა. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი მცირე უპირატესო მადრიდული გრანდის მხარეს არის — 3 მოგება და 2 მარცხი.
საწყის ორ ტურში, რეალმა ორივე მატჩში მოიგო და 6 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება, ხოლო იუვენტუსმა მხოლოდ 2 ქულის მოპოვება შეძლო და 24-ე პოზიციას იკავებს. დღევანდელ მატჩში ტრავმის და დისკვალიფიკაციის გამო სამეფო კლუბს ალაბა, კარვახალი, ჰუისენი, მენდი და რუდიგერი ვერ დაეხმარებიან. ბიანკონერის კი ბრემერი, კაბალი, მილიკი და პინსოლო დააკლდება.
დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი
20:45 ბილბაო V ყარაბაღი
20:45 გალათასარაი V ბოდო გლიმტი
23:00 რეალი V იუვენტუსი
23:00 აინტრახტი V ლივერპული
23:00 ჩელსი V აიაქსი
23:00 ბაიერნი V ბრიუგე
23:00 მონაკო V ტოტენჰემი
23:00 მარსელი V სპორტინგი
23:00 ატალანტა V სლავია
20:45 გალათასარაი V ბოდო გლიმტი
23:00 რეალი V იუვენტუსი
23:00 აინტრახტი V ლივერპული
23:00 ჩელსი V აიაქსი
23:00 ბაიერნი V ბრიუგე
23:00 მონაკო V ტოტენჰემი
23:00 მარსელი V სპორტინგი
23:00 ატალანტა V სლავია