ავტორიზაცია

მატჩის დღე — სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება

მატჩის დღე — სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება
თარიღი 21 Oct 2025, 10:19
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონი განახლდება და მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს ვილიარეალი მანჩესტერ სიტის და ლევერკუზენი პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება იწვევს.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, პარი სენ ჟერმენი გერმანიაში ჩავა და ლევერკუზენს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ორიდან ორი მატჩი მოიგო, მათ შორის გასულ ტურში ბარსელონა დაამარცხა. ლევერკუზენს კი ორი ფრე და შესაბამისად ორი ქულა აქვს.

პარიზულ კლუბში ტრავმების ეპიდემია სრულდება და დღევანდენ მატჩში განაცხადში ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული, უსმან დემბელე და გუნდის კაპიტანი, მარკინიოსი დაბრუნდებიან. ხვიჩა კვარაცხელია კი 100%-ით არის მზად და დიდი ალბათობით, მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მანჩესტერ სიტი ესპანეთში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს დაუპირისპირდება. პეპ გვარდიოლას გუნდმა 2 მატჩიდან 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მე-8 ადგილზე იმყოფება, ესპანელებს კი მხოლოდ 1 ქულა აქვთ და 26-ე პოზიციას იკავებენ.

წინასწარი ინფორმაციით, დღვანდელ მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს გიორგი მიქაუტაძე და მანჩესტერ სიტის პირველივე წუთებიდან შეუტევს. მასთან ერთად კი ფორვარდის პოზიციაზე ნიკოლას პეპე ითამაშებს.

დღევანდელი სათამაშო დღის ანონსი

20:45 ბარსელონა V ოლიმპიაკოსი
20:45 ქაირათი V პაფოსი
23:00 ვილიარეალი V მანჩესტერ სიტი
23:00 არსენალი V ატლეტიკო
23:00 ლევერკუზენი V პსჟ
23:00 პსვ V ნაპოლი
23:00 სენტ-ჟილი V ინტერი
23:00 კოპენჰაგენი V დორტმუნდი
23:00 ნიუკასლი V ბენფიკა