ავტორიზაცია

მატჩის დღე — საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს ესტუმრება

მატჩის დღე — საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს ესტუმრება
თარიღი 14 Oct 2025, 10:54
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს ესტუმრება.

აღნიშნული მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია — თურქეთი 6 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ნაკრებები რამდენიმე კვირის წინ ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, სადაც სტუმრებმა დაძაბულ მატჩში 3-2 მოიგეს. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი თურქეთს დიდი უპირატესობა აქვს — 4 მოგება და 1 წაგება.

გუნდები სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელ მატჩში

საქართველო: მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი; კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი; დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
თურქეთი: ჩაქირი; ჩელიკი, დემირალი, ბარდაქჩი, ქადიოღლუ; ჩალჰანოღლუ, ქოქჩუ, აიდინი; გიულერი, ილდიზი, აქთურქოღლუ

თურქეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე აიღებს სტარტს.