მატჩის MVP! როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?
![მატჩის MVP! როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?](http://storage.goal.ge/uploads/posts/kBzPSDqu1gRMMjiup0S2XDSeURIFThQr.jpg)
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" დაუპირისპირდა.
![](https://storage.goal.ge/uploads/posts/E64VvPkgRNARCV2GsWTfAhua9k8ZtKGj.jpg)
შეხვედრა ანტონიო კონტეს გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. 74-ე წუთზე კი ბრწყინვალე გარღვევა გოლით დაასრულა.
კვარამ Sofascore-სგან 9.2 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
![](https://storage.goal.ge/uploads/posts/E64VvPkgRNARCV2GsWTfAhua9k8ZtKGj.jpg)