მატჩის საუკეთესო: როგორი შეფასება მიიღეს კაშიამ და ჩაკვეტაძემ დღევანდელ მატჩში?
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სლოვან ბრატისლავა” შინ “პიუნიკს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.
კაშია მატჩის საუკეთესო გახდა და 8.0 შეფასება მიიღო, ჩაკვეტაძემ კი 7.1.