მატჩის საუკეთესო — როგორი შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა ალავესის წინააღმდეგ?

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ალავესმა საკუთარ მოედანზე ვალენსიას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.
აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც 5 ბურთი მოიგერია და Sofascore-სგან 7,6 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
შეხვედრის შემდეგ, ვალენსიას ქართველმა მეკარემ მსაჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის კარში პენალტი ტყუილად დაიდო: "დარღვევა არ ყოფილა და ეს თვითონ ალავესის ფეხბურთელებმაც მითხრეს. მსაჯის ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს გავიგებ."