მატჩის საუკეთესო — როგორი შეფასება მიიღო მესიმ კანადის წინააღმდეგ?
2024 წლის კოპა ამერიკის გახსნით მატჩში მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები კანადას დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით, 2-0 დაამარცხა.
Sofascore-ის ვერსიით, მატჩი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც 8,5 ქულიანი შეფასება მიიღო — მან 90 წუთი ითამაშა და ერთი ასისტი გაიფორმა.
კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მომდევნო ტურში არგენტინა ჩილეს, ხოლო კანადა პერუს დაუპირისპირდება — მატჩები 26 ივნისს გამთენიისას გაიმართება.