მატეო გაბია მილანში დიდი ხნით დარჩება
მიმდინარე სეზონში მილანის იტალიელი ცენტრალური მცველი მატეო გაბია დიდ პროგრესს განიცდის. 24 წლის იტალიელი მცველი დაცვის ხაზის ლიდერად ყალიბდება, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაბიამ დერბი დელა მადონინაში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის კლუბს 3 ქულა მოუტანა. ეს ყველაფერი იტალიის ნაკრების მწვრთნელს ლუჩიანო სპალეტის არ გამორჩენია და კარიერაში პირველად გაბია ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა.
ასეთი კარგი თამაშის ფონზე, მილანის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი კლუბის აღზრდილს ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს. გაბია მილანში 2029 წლამდე დარჩება და მისი ანაზღაურება 2.5 მილიონი იქნება. მატეო გაბია მილანის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე, 82 ჩატარებული შეხვედრაა და 5 გატანილი გოლი.