ავტორიზაცია

"მათი მოყვანა შეცდომა იყო", - ტოტენჰემის პრეზიდენტი გუნდში ორი მწვრთნელის დანიშვნას ნანობს

"მათი მოყვანა შეცდომა იყო", - ტოტენჰემის პრეზიდენტი გუნდში ორი მწვრთნელის დანიშვნას ნანობს
თარიღი 21 Sep 2023, 22:42
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტს, დანიელ ლევის, ჟოზე მოურინიოს და ანტონიო კონტეს თავის დროზე გუნდში დანიშვნა შეცდომად მიაჩნია.

„იყო დრო, როცა გამარჯვებებთან ახლოს ვიყავით. პოჩეტინოსთან კარგი პერიოდი გვედგა. წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით, სტრატეგია გაგვაჩნდა, რომელსაც ერქვა: „მოვიყვანოთ ტიტულოვანი მწვრთნელი.“

საბოლოოდ, ეს ორჯერ გავაკეთეთ (საუბარია ანტონიო კონტესა და ჟოზე მოურინიოზე - ავტ.), ამიტომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო. ისინი დიდებული მწვრთნელები არიან, მაგრამ, შესაძლოა, არა ამ კლუბისთვის.

გვინდა გარკვეულ სტილში ვითამაშოთ და თუ ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებებს მეტი დრო სჭირდება, შესაძლოა, ეს სწორიც იყოს. ამიტომაც, პოსტეკოგლუს მოყვანა, ჩემი პირადი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა. კლუბი თავის საწყისს უნდა დაუბრუნდეს. ენჯი - ამ კლუბისთვის სუფთა ჰაერივით არის.“, - აღნიშნა ლევიმ.