მატს ჰუმელსის ტრანსფერით პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება
გერმანელი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, რომელიც თავისუფალი აგენტია, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში იუწყება.
როგორც ინსაიდერმა შეიტყო, 35 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერით პრემიერ ლიგის წარმომადგენელი "ბრაიტონია" დაინტერესებული.
ინგლისური კლუბი ფეხბურთელისთვის კონკურენციას "რეალ სოსიედადსა" და "მაიორკას" გაუწევს.