მატს ჰუმელსით პრემიერლიგური კლუბი ინტერესდება
დორტმუნდისა და ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი, მატს ჰუმელსი ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს.
Sky Germany-ს ინფორმაციით, გერმანელი მცველის დამატებით ბრაიტონი ინტერესდება. "თოლიები" ჰუმელსის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ფაბიან ჰიურცელერი მატსს ტელეფონით უკვე ესაუბრა.
წყაროს ცნობით, ჰუმელსის მიმართ ინტერესს ვესტ ჰემიც გამოხატავს, რადგან მაქს კილმანის შემდეგ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი გამოცდილი მცველის შეძენა სურს.