მაურო იკარდისთვის სეზონი დასრულებულია
ევროპის ლიგის გასულ სათამაშო დღეს, გალათასარაიმ ტოტენჰემს უმასპინძლა. თურქულმა კლუბმა ლონდონელები ანგარიშით 3-2 დაამარცხა და მიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრის მიწურულს, 85-ე წუთზე, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაურო იკარდიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ, სამწუხაროდ, არგენტინელისთვის სეზონი დასრულებულია. იკარდიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედნას მომდევნო 6-9 თვის მაძილზე ვერ დაუბრუნდება.
31 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.