ავტორიზაცია

მავერიქსი 0 - 2 იგებს

მავერიქსი 0 - 2 იგებს
თარიღი 25 მაი 2024, 15:23
დღეს გამთენიისას, NBA - ში მინესოტა " ტიმბერვულვზმა" დალას "მავერიქს" უმისპინძლა. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის, დალასმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაში "მგლებს" მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან მათ უკვე დაკარგეს მოედნის უპირატესობა და სერიაში მარცხდებიან. ეს შეხვდერაც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გადმოდგა.

დალას რა თქმა უნდა ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. სლოვენიელმა ვარსკვლავმა, სამმაგი დუბლი შეასრულა : 32 ქულა, 10 მოხსნა და 13 პასი.
შეხვედრა 108 - 109 დალასის სასარგებლოდ დასრულდა და ანგარიში სერიაში 0 - 2 გახდა. ლუკა დონჩიჩმა ბოლო წამებზე თამაში საკუთარ თავზე აიღო და რუდი გობერის ხელიდან სამქულიანი ჩააგდო და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა. "მავერიქსი" ახლოს, არის სუპერ ფინალთან, სადაც ბოლოს 2011 წელს იყო.

მინესოტა უნძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, ორი წაგებული მატჩი საკუთარ პარკეტზე. ასეთ დროს სერიის დატრიალება ურთულესია; ვნახოთ მოახერხებს თუ არა მინიმუმ ერთი მატჩის მოგებას ტეხასში მინესოტა და დააბრუნებს თუ არა ინტრიგას კონფერენციის ფინალში.
მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 27 მაისს თბილისის დროით, 04:00 საათზე გაიმართება.