ავტორიზაცია

მაზრაუის ტრანსფერი ვესტ-ჰემში ჩაიშალა

მაზრაუის ტრანსფერი ვესტ-ჰემში ჩაიშალა
თარიღი 26 ივლ 2024, 17:12
მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ნუსერ მაზრაუი "ვესტ-ჰემს" არ შეუერთდება. 

ლონდონურმა კლუბმა მოლაპარაკების პროცესი დატოვა, რადგან 26 წლის ფეხბურთელის აგენტთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ "ვესტ-ჰემს" "ბაიერნთან" სატრანსფერო თანხა უკვე შეთანხმებული ჰქონდა, ამის შესახებ გერმანული Sky იტყობინება. 

ამჟამად, მაზრაუის შეძენას, პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი მანჩესტერ "იუნაიტედი" ცდილობს.