ავტორიზაცია

მბაპე თავის მომავალ გუნდს დაუპირისპირდება?! დრო მოვიდა - ჩემპიონთა ლიგა დიდებული მერვედფინალით გვიბრუნდება

მბაპე თავის მომავალ გუნდს დაუპირისპირდება?! დრო მოვიდა - ჩემპიონთა ლიგა დიდებული მერვედფინალით გვიბრუნდება
თარიღი 15 Feb 2022, 02:11

როგორც იქნა, ხანგრძლივი ლოდინი დასრულებულია და დღეს ჩემპიონთა ლიგა გვიბრუნდება, თანაც პირდაპირ მერვედფინალების ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) დაპირისპირებით.

ტრადიციულად, მერვედფინალურ ეტაპზე დღეში დღეში ორ-ორი მატჩი შედგება ხოლმე და პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთს შემდეგი წყვილები დაუპირისპირდებიან.

„პსჟ“ – „რეალი“
„სპორტინგი“ – „მანჩესტერ სიტი“

განმეორებითმა კენჭისყრამ ერთმანეთს ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე გუნდი შეახვედრა ერთმანეთს. მისი დასათაურება უამრავი სხვადასხვა ეპითეტით შეიძლება, როგორიცაა: მესის მორიგი „ბეთლი“ „რეალის“ წინააღმდეგ, ან ბრძოლა მბაპესთვის, ან კიდევ რაღაც სხვა. ფაქტი ერთია, „პსჟ“ და „რეალი“ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის და ფასეულობების გუნდია: ერთი ფულიანი მფლობელის სათამაშო, მეორე კი უფრო დემოკრატიული, თავისი არჩეული პრეზიდენტით და ათასობით სოსიოსით.

„პსჟ-ს“ და „რეალის“ დაპირისპირება ყველანაირ პრინციპს სცდება და ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგი წერს, რომ ამ შეხვედრაში გადაწყდება კილიან მბაპეს მომავალი, რომელიც სწორედ მერვედფინალების შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტს თუ რომელ გუნდთან გააფორმოს კონტრაქტი, ესპანური პრესა კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამ საკითხში ყველაფერი გარკვეულია და დღეს, ანუ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მბაპე უკვე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს და ამას ამ შეხვედრაში დაფიქსირებული ვერანაირი შედეგი ვერ შეცვლის.

PSG vs Real Madrid: pronóstico y cuándo juegan por los octavos de final de  la Champions League

ფაქტი ერთია: თუ ადრე „რეალსა“ და „პსჟ-ს“ შორის კარგ ურთიერთობაზე იწერებოდა, ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა. გასულ ზაფხულს პარიზელებმა უბრალოდ დააიგნორეს „რეალის“ მცდელობები მბაპეს შეძენის თაობაზე, მადრიდელები კი ახლა მისი უფასოდ წაყვანით აპირებენ შურისძიებას. გარდა მბაპეს საკითხისა, გუნდების მფლობელების აზრი რადიკალურად გაიყო სუპერლიგის საკითხზეც: თუ ფლორენტინო პერესი ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი ძალა და პრეზიდენტიც კი იყო, „პსჟ-ს“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მთავარ ანტაგონისტად მოგვევლინა და ბევრის აზრით, ფეხბურთი გადაარჩინა, როცა სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მოკლედ, ამ მატჩის პრინციპულობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და სჯობს, მოედანთან უფრო ახლოს მყოფი საკითხები განვიხილოთ:

ეს სეზონი ორივე გუნდისთვის არასტაბილურად მიმდინარეობს: „პსჟ-ც“ და „რეალიც“ საკუთარ ჩემპიონატებში დამაჯერებლად ლიდერობენ, თუმცა დამაჯერებელი თამაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ორივე გუნდის ქომაგებს სანატრელი აქვთ. საოცარი სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ, „პსჟ-სგან“ ყველა ულამაზეს ფეხბურთს ელის უამრავი გოლით, თუმცა მაურისიო პოჩეტინოს ეს ან ვერ გამოსდის, ან სხვა ტაქტიკაზე აკეთებს ფსონს, რაც გუნდის ბევრ ქომაგს არ მოსწონს და არგენტინელი ხშირი კრიტიკის საგანი ხდება. ორივე გუნდი ნაადრევად გავარდა ქვეყნის თასის გათამაშებიდან და ორივე გუნდის მწვრთნელს ამის გამო კრიტიკის დიდი პორცია შეხვდა.

რაც შეეხება „რეალს“, მადრიდელები სეზონს ლაღად და ლამაზად იწყებდნენ, თუმცა რამდენიმე ფეხის დაცდენის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ როტაციაზე უარი თითქმის ბოლომდე თქვა, რაც ლიდერების დაღლილობაში, ტრავმებში გადაიზარდა და შედეგად უსახური თამაში და არასტაბილური შედეგები მივიღეთ: შეიძლებოდა, „რეალი“ ლა ლიგაში უკვე 10+ ქულით ყოფილიყო წინ, თუმცა ამჟამად მხოლოდ ოთხით უსწრებს „სევილიას“, მეტიც, გუნდს ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.

Champions League: Focus on Real Madrid against PSG; City favourite to beat  Sporting

საკადრო პრობლემები ორივე გუნდში არის: ერთი თვეა არ უთამაშია კარიმ ბენზემას, რომლის მონაწილეობა დღევანდელ მატჩშიც დიდ ეჭვებს იწვევდა, თუმცა ის განაცხადშია და დიდი ალბათობით, სასტარტოშიც მოხვდება, თუმცა არის თუ არა ფრანგი 100%-იან მზადყოფნაში, ითამაშებს თუ არა 90 წუთს, ან სულაც ითამაშებს თუ არა სრული დატვირთვით - ეს უკვე სხვა საკითხია. ასევე ამ მატჩის წინ დაბრუნდა ფერლან მენდიც, რომელსაც გარკვეული პერიოდი გაუცდა.

„პსჟ-ს“ რიგებში მატჩს სერხიო რამოსი გამოტოვებს, რომელმაც თითქმის მთელი კარიერა სწორედ მადრიდის „რეალში“ გაატარა და ეს მატჩი მისთვის განსაკუთრებით ემოციური იქნებოდა, თუმცა ფეხბურთელი ტრავმის გამო მოედანზე 23 იანვრის შემდეგ არ გასულა.

სამაგიეროდ, 28 ნოემბრის შემდეგ პირველად განაცხადში დაბრუნდა ნეიმარი, თუმცა მისი პირდაპირ სასტარტოში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

განვლილი გზა: 

„რეალს“ ჯგუფში მეტოქეებად „ინტერი“, „შახტარი“ და „შერიფი“ ჰყავდა და გუნდს ფეხი მხოლოდ ერთხელ, სენსაციურად მოლდოვურ „შერიფთან“ დაუცდა, თუმცა მადრიდელებმა კვარტეტი დამაჯერებლად 15 ქულით მოიგეს.

„პსჟ-ს“ ჯგუფში კი „სიტი“, „ლაიპციგი“ და „ბრიუგე“ იყვნენ და პოჩეტინოს გუნდმა ლიდერობა „მანჩესტერ სიტის“ დაუთმო, 6 მატჩში 3 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა და შემდეგ ეტაპზე 11 ქულით გავიდა. 

სავარაუდო შემადგენლობები:

„პსჟ“: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, მენდეში, დანილო, ვერატი, პარედესი, დი მარია, მესი, მბაპე

„რეალი“: კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე - ბენზემა, ვინისიუსი. 

ურთიერთშეხვედრების ისტორია: 

„რეალი“ და „პეესჟე“ ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ დაუპირისპირდნენ, 3 მატჩი „რეალმა“ მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ერთადერთხელ კი გამარჯვება პარიზელებმა იზეიმეს. 

სხვათაშორის უნდა შეგახსენოთ, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, გაუქმებულია სტუმრად გატანილი გოლის წესი, ამიტომ ორი მატჩის ჯამში ფრის გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიშების განურჩევლად, დამატებითი დრო დაინიშნება.

„სპორტინგი“ – „სიტი“

დღის მეორე შეხვედრას ალბათ მხოლოდ „მან სიტის“ დიდი ქომაგები თუ მიადევნებენ თვალს, რადგან პარალელურად ასეთი მატჩის გამოტოვების სურვილი ბევრს ნამდვილად არ ექნება. „სპორტინგი“ – „სიტის“ დაპირისპირებაზე ამდენის ლაპარაკი, რამდენიც წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ, უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ გუნდების განვლილ გზას და ამჟამინდელ მდგომარეობას მაინც გაგაცნობთ:

Sporting CP English 🏆 (@SportingCP_en) / Twitter

როგორც გითხარით, „სიტიმ“ ჯგუფში პირველი ადგილი „პეესჟესთან“, „ლაიპციგთან“ და „ბრიუგესთან“ ბრძოლაში დაიკავა. გვარდიოლას გუნდმა 4 მატჩი მოიგო და 2-ჯერ დამარცხდა, რის გამოც 12 ქულა დააგროვა, რაც ლიდერობად ფინიშისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

„სპორტინგმა“ ჩემპიონთა ლიგა ორი მარცხით დაიწყო და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხში ყველამ ხაზი გადაუსვა, თუმცა პორტუგალიის ჩემპიონმა მომდევნო 3 მატჩიდან 3 მოიგო და მხოლოდ მაშინ დაუცდა ფეხი, როცა უკვე მისი მატჩი აღარაფერს წყვეტდა - ბოლოსწინა ტურში ლისაბონელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლაში „დორტმუნდს“ მოუგეს და მერვედფინალი 5 ტურის შემდეგ გაინაღდეს.

რაც შეეხება შიდა ასპარეზს, „სიტის“ ჩემპიონატში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (11 მოგება და 1 ფრე), რისი დამსახურებითაც დამაჯერებლად ლიდერობს და მორიგი ჩემპიონობისკენ მიექანება.

UEFA Champions League – Sporting Lisbon vs Man City – Preview, Predicted  Teams, Live Streaming Information, How to Watch Online

„სპორტინგი“ კი ჯერჯერობით გასული წლის წარმატების გამეორებისგან შორსაა - 22 ტურის შემდეგ გუნდი 54 ქულით მეორე ადგილზეა და თანაქალაქელ „ბენფიკას“ 4 ქულით უსწრებს, თუმცა ამდენივე ქულით ჩამორჩება ლიდერ „პორტუსაც“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„სპორტინგი“: ადანი, ინაკიო, კოატესი, ფედალი, რეისი, პალინია, ნუნეში, პორო, სარაბია, სანტოსი, პაულინიო 

„სიტი“: ედერსონი, სტოუნსი, დიაში, ლაპორტი, ზინჩენკო, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდუ, სტერლინგი, ფოდენი, მაჰრეზი.

ურთიერთშეხვედრების ისტორია: 

„სიტი“ და „სპორტინგი“ ერთმანეთს ისტორიაში ორჯერ დაუპირისპირდნენ - 2012 წელს ევროპა ლიგაზე, პირველი მატჩი პორტუგალიელებმა შინ 1:0 მოიგეს, საპასუხო შეხვედრაში კი „სიტიმ“ 3:2 იმარჯვა, თუმცა შემდეგ ეტაპზე სწორედ ლისაბონელები გასვლაზე გატანილი გოლების ხარჯზე გავიდნენ.

სხვათაშორის უნდა შეგახსენოთ, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, გაუქმებულია სტუმრად გატანილი გოლის წესი, ამიტომ ორი მატჩის ჯამში ფრის გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიშების განურჩევლად, დამატებითი დრო დაინიშნება.