ავტორიზაცია

მბაპე: "წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ექსტრემისტების საწინააღმდეგოდ"

მბაპე: "წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ექსტრემისტების საწინააღმდეგოდ"
თარიღი 17 ივნ 2024, 10:36
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ მოსახლეობას არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

"მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს — წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით ექსტრემისტების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც ქვეყნის დაყოფა სურთ."

"მე ვამაყოფ იმ ფაქტით, რომ საფრანგეთის მაისურს ვატარებ და არ მინდა იმ ქვეყანას წარმოვადგენდე, რომელიც ჩემს ღირებულებებს ცდება" - განაცხადა კილიან მბაპემ.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.