მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელობას მთავარი პირობა წაუყენა - AS
"პსჟ"-ს სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნების შესახებ აცნობა, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა AS.
ასე და ამგვარად, გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე წლიურად არანაკლებ 35 მილიონი ევრო სურს ხელფასის სახით, ზუსტად იმდენს, რამდენსაც პარიზელთა რიგებში ნეიმარი გამოიმუშავებს.
როგორც აღინიშნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "პსჟ"-მ 22 წლის თავდამსხმელს ეს პირობა დაუკმაყოფილოს და ურჩევნია იგი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდოს - მომავალ ზაფხულს.
აგრეთვე, ცნობილია, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა მბაპეს სანაცვლოდ არანაკლებ 200 მილიონ ევროს ითხოვს.
კილიანის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტები "ბარსელონა" და "რეალი" არიან, რომლებიც ცდილობენ ფასი 150 მილიონამდე დააგდონ. თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტი" მბაპესთვის ბრძოლას ეთიშება, რადგან არს კლუბში არსებული სახელფასო სტრუქტურის დარღვევა.