მბაპეს და დემბელეს გვერდით — ენდრიკის საოცარი შედეგი საფრანგეთის ჩემპიონატში

მადრიდის რეალის ახალგაზრდა შემტევმა, ენდრიკმა სამეფო კლუბი დატოვა და 6 თვიანი მშრალი იჯარით ლიონში აგრძელებს კარიერას.
ბრაზილიელი შემტევი საფრანგეთს კარგად მოერგო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ლიგა 1-ის გასულ ტურში კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა.
ენდრიკი საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში მე-4 ყველაზე ახალგაზრდა (19 წლისა და 188 დღის) ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა — ის მხოლოდ ჟერემი მენესს (17 წლისა და 260 დღის), კილიან მბაპეს (18 წლისა და 53 დღის) და უსმან დემბელეს (18 წლის და 296 დღის) ჩამორჩება.

