ავტორიზაცია

მბაპეს მხოლოდ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში სურს თამაში

მბაპეს მხოლოდ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში სურს თამაში
თარიღი 12 Oct 2024, 22:03
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპე არ აპირებს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ყველა მატჩში დაეხმაროს და აღნიშნული გადაწყვეტილება დიდიე დეშამს უკვე აცნობა.

25 წლის ფრანგი შემტევის მიზანი 2025 წლის ოქროს ბურთის მოგებაა — მას სურს, რომ მხოლოდ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში მიიღო მონაწილეობა, რითაც ტრავმის რისკს შეიმცირებს.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ჩატარებულ 86 შეხვედრაში 48 გოლი აქვს გატანილი.