ავტორიზაცია

მბაპეს პოკერი — რეალმა ოლიმპიაკოსი დაამარცხა.

მბაპეს პოკერი — რეალმა ოლიმპიაკოსი დაამარცხა.
თარიღი 27 Nov 2025, 10:06
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და რეალ მადრიდი დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება სტუმრებს დარჩათ (3-4).

აღნიშნულ შეხვედრაში, მაყურებელმა 7 გოლი და საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილია, შეხვედრაში კილიან მბაპემ პოკერი შეასრულა და რეალის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა, ხოლო რაც შეეხება ოლიმპიაკოსს, მათი მხრიდან გოლები ჩიკინიომ, ტარემმა და ელ ქააბმა გაიტანეს.

ამ გამარჯვების შემდეგ მადრიდელები 12 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო ოლიმპიაკოსი 2 ქულით 33-ე ადგილზეა.