"მბაპეს შეჩერების გასაღები? მე თავად ვარ "- ვოისეხ შესნი
პოლონეთის ნაკრების მეკარემ ვოიცეხ შესნიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინაურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ დაპირისპირების მოლოდინებზე ისაუბრა.
32 წლის მეკარემ მეტოქის სიძლიერე აღნიშნა და დიდიე დეშამის გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უწოდა. შესნის თქმით, პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდეს.
"საფრანგეთი დიდი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ეტაპი გავიაროთ. მბაპეს შეჩერების გასაღები? მე თავად ვარ. ”- თქვა შესნიმ.
საფრანგეთისა და პოლონეთის მატჩი ხვალ, 4 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში ამ დაპირისპირების გამარჯვებული ინგლის - სენეგალის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.