მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 3 ქულა — ლივერპულმა სანდერლენდი დაამარცხა

პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლივერპული სანდერლენდს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, იმის მიუხედავად, რომ სანდერლენდმა ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს არაფერი დაუთმო, ლივერპულმა მაინც მოახერხა და მძიმე ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
არნე სლოტის გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 42 ქულა მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება სანდერლენდს, "შავი კატები" 36 ქულით, მე-11 ადგილზე დარჩნენ.
გოლის ავტორი: 0-1 ვირჯილ ვან დაიკი 61'.


