მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება — მან იუნაიტედი ოთხეულში დაბრუნდა

პრემიერ ლიგის 27-ე ტური ევერტონსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის დაპირისპირებით დასრულდა, სადაც გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს, 1:0.
"წითელი ეშმაკები" ამ გამარჯვების შემდეგ 48 ქულით ოთხეულში დაბრუნდნენ. რაც შეეხება ევერტონს, დევიდ მოიესის გუნდი 37 ქულით, მე-9 პოზიციაზე დარჩა.
გოლის ავტორი: 0-1 ბენიამინ შეშკო 71'.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში არაფერი დაუთმეს ერთმანეთს, საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ სტუმრებმა მოახერხეს. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ბენიამინ შეშკომ გაიტანა.
გოლის ავტორი: 0-1 ბენიამინ შეშკო 71'.


