ავტორიზაცია

მძიმე მატჩი და მნიშვნელოვანი სამი ქულა — რეალმა ალავესი დაამარცხა

მძიმე მატჩი და მნიშვნელოვანი სამი ქულა — რეალმა ალავესი დაამარცხა
თარიღი 15 Dec 2025, 02:02
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, მადრიდის რეალი ალავესს ესტუმრა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.

შეხვედრის ანგარიში სამეფო კლუბმა გახსნა — 24-ე წუთზე თავი გუნდის ბომბარდირმა, კილიან მბაპემ გამოიჩინა. 69-ე წუთზე კარლოს ვისენტემ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 7 წუთში როდრიგომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.

ალავესი 1-2 რეალი

გოლები: 0-1 მბაპე (24'), 1-1 ვისენტე (69'), 1-2 როდრიგო (76')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 39 ქულა მოუგროვდა, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე სევილიას უმასპინძლებს.