მძიმე ტრავმა სადებიუტო მატჩში — ჯოვანი ლეონისთვის სეზონი დასრულდა

ლივერპულის ცენტრალური მცველისთვის, ჯოვანი ლეონისთვის დებიუტი მძიმე გამოდგა — ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.
ინგლისის თასზე, საუთჰემპტონის წინააღმდეგ მატჩში, 18 წლის იტალიელმა მარცხენა ფეხზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და დაახლოებით 8 თვეს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი ლეონი ლივერპულში გასულ ზაფხულში პარმადან გადავიდა და ინგლისური კლუბის მაისური სწორედ საუთჰემპტონთან მატჩში მოირგო პირველად.

