ავტორიზაცია

"მე არ ვარ გაოცებული" - ჰანსი ფლიკი რაშფორდზე

"მე არ ვარ გაოცებული" - ჰანსი ფლიკი რაშფორდზე
თარიღი 19 Sep 2025, 12:52
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ბარსელონამ ნიუკასლი 2-1 დაამარცხა.

კატალონიელთა მხრიდან ორივე გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა, რასაც მატჩის შემდგომ ჰანსი ფლიკის კომენტარი მოჰყვა:

"რაშფორდს ივლისში ვესაუბრე, მას ვუთხარი, რომ ის გუნდში მჭირდებოდა. მე არ ვარ გაოცებული, რაშფორდი არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ტალანტი და წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს შეტევაში, რასაც ჩვენ ვარჯიშებზე ვხედავთ,"აღნიშნა ფლიკმა.

ინგლისელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა გერმანელი მწვრთნელის შესახებ:

"მე ვგრძნობ იმ თავდაჯერებულობას, რომელიც ჰანსი ფლიკმა მომცა. ბარსაში გადმოსვლამდე ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო. მასთან ერთად მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა,“ - მარკუს რაშფორდი.

მარკუსი ბარსელონას რიგებს მიმდინარე სეზონში შეურთდა, მან გუნდის შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.