"მე და ჩემი ოჯახი გაოცებულები დავრჩით" — სახო საქართველოს შესახებ საუბრობს

ქუთაისის ტორპედოს ცენტრალური მცველი, მამადუ სახო ჯონ იბი მიკელს ესტუმრა და საქართველოს და ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.
35 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობენ: "ლივერპულთან შედარებით განსხვავება მართლაც დიდია. ყველაფერი სხვანაირია, ლიგა, გუნდი, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც კარიერის ბოლო ეტაპზე ხარ ფეხბურთს სულ სხვა პერსპექტივიდან უყურებ. ეს ქვეყანა ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობს, აკეთებს ინვესტიციებს, დამწყები ფეხბურთელებისთვის მათ ბევრი კარგი და პერსპექტიული პროექტი აქვთ. ნაწილობრივ ამის შედეგი ჩვენ ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ, მათ ძალიან კარგად ითამაშეს."
სახომ გაიხსენა პირველი ზარი, როდესაც ტორპედოში თამაშის შესთავაზეს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი მისმა ცოლმა შეასრულა: "ზუსტად. როცა მათგან პირველი ზარი მივიღე გაოცებული ვიყავი. თავდაპირველად ვუთხარი, რომ საქართველოთი დაინტერესებული არ ვიყავი, შემდეგ ტელეფონი გამოვრთე. ჩემმა ცოლმა შემომხედა და მკითხა - ვინ იყოო. ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანი არავინ, უბრალოდ საქართველოდან დამირეკეს და იქ წასვლა შემომთავაზეს. შემდეგ მან ტელეფონით საქართველოზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყო, მითხრა, რომ იქ ზღვის სანაპიროც არის და ის, რომ არასდროს იცი ცხოვრებაში რა მოხდება."
მამადუს თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ოჯახი საქართველოს ერთი კვირით ესტუმრა და გაოცებული დარჩა: "მომდევნო დღეს ისევ დამირეკეს, მე ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახისთვის ერთკვირიანი გაცნობითი მოგზაურობა მოეწყოთ. ჩემი ცოლი ჩავიდა იქ, დაათვალიერა სკოლები და საცხოვრებელი ადგილები. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, იქაურობა მას ძალიან მოეწონა, იქ მშვენიერი პირობებია. ბავშვებისთვის ამერიკული და ევროპული სკოლებიც არის. ლამაზი სანაპიროსთან ახლოს მთებიც არის, სადაც ზამთარში სრიალი შეგიძლია, მთიანი ადგილებიც ბევრია ულამაზესი ხედებით."
"გაკვირვებული დავრჩი და ვთქვი, რომ ვიფიქრებდი, რადგან ჩემს ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და ოჯახის კეთილდღეობაა. თუ ჩემი უახლოესი ადამიანები თავს კარგად არ იგრძნობენ, ასეთ ადგილას არ წავალ. მათ იქაურობა მოეწონათ. ამის შემდეგ კლუბთან მოლაპარაკებები დავიწყე, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მათ ძალიან პერსპექტიული გეგმა და ორიგინალური ხედვა ჰქონდათ. მომავალთან დაკავშირებით ჩვენ ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა. და, აი ასე, იქ წავედი."

შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო ტორპედოს გასული წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ქუთაისური კლუბის მაისურით 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.