"მე ვამაყობ ამ გუნდით და კლუბით" | ჰანსი ფლიკი

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მოგებულ 2 ტიტულზე ისაუბრა: "მე ვამაყობ ამ გუნდით და კლუბით."
"აქ ყველა თავის საუკეთესოს ცდილობს წარმატების მისაღწევად. ეს მნიშვნელოვანია, მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მუშაობით შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად," - ჰანსი ფლიკი.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს მიმდინარე სეზონში, კიდევ ორი ტიტულის მოგება შეუძლიათ (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა). ასევე, გერმანელ სპეციალისტს თავის კარიერაში 7დან, 7 ფინალი აქვს მოგებული.