მეისონ გრინვუდი იამაიკის ნაკრებში ითამაშებს
ჟურნალისტ მეტ ჰიუზის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელი, მეისონ გრინვუდი იამაიკის ნაკრების მაისურს მოირგებს.
იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას უკვე მიმართა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.
გრინვუდს, რომელიც წარმოშობით იამაიკელია, ინგლისის ნაკრებში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ნიშნავს, რომ მას ეროვნული გუნდის შეცვლის უფლება აქვს.
მარსელის 10-იანი თანახმაა, თავისი ისტორიული სამშობლოს ღირსება დაიცვას, რადგან გრძნობს, რომ ინგლისის ნაკრებში გამოძახება ნაკლებად სავარაუდოა.