მეისონ გრინვუდი იუვენტუსში გადასვლაზე თანახმაა
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მეისონ გრინვუდმა ტურინის იუვენტუსში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი იუვეს ახალ მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას ძალიან მოსწონს და მას თავისი გუნდის სათამაშო სტილისთვის ზედგამოჭრილ მოთამაშედ ხედავს.
ინგლისელს "ბებერ ქალბატონს" რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირებდნენ. აშკარაა, რომ ის მანჩესტერის გეგმებში არ შედის და მიმდინარე ზაფხულში "წითელი ეშმაკების" რიგებს დატოვებს.
22 წლის შემტევმა გასული სეზონი იჯარით ხეტაფეში გაატარა, სადაც 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა.