მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს

მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი შემტევი, მემფის დეპაი ევროპას ტოვებს და კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.
30 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი კორინთიანსთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით თვეში 400 ათას ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს მემფის დეპაი ატლეტიკოს ღირსებას იცავდა და მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.