"მენატრები ჯადოქარო" — ლუკაკუს მესიჯი კვარაცხელიას
იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე იუვენტუსი 2-1 დაამარცხა.
მატჩში ბოლო გოლი ნეაპოლელთა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გაიტანა და სოციალურ ქსელში გამარჯვების აღსანიშნავად ფოტო გამოაქვეყნა.
ლუკაკუს ფოტოზე ხვიჩა კვარაცხელიამ დაუკომენტარა, რაზეც 31 წლის ბელგიელმა უპასუხა: "კვარა, ჯადოქარო, მენატრები მეგობარო."