მენდიმ სასამართლო დავა მოიგო — სიტის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა
მანჩესტერ სიტის ყოფილმა მცველმა, ბენჟამიმ მენდიმ სასამართლო დავა მოიგო და კლუბისგან სოლიდურ თანხას მიიღებს.
მენდის სიტიმ ხელფასის გადახდა 2021 წლის აგვისტოში მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ფრანგ ფეხბურთელი ძალადობაში დაადანაშაულეს და ბრალი წაუყენეს. რამდენიმე თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, მენდი გაამართლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს.
სასამართლომ სიტის კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის გადახდა დააკისრა და საერთო ჯამში, ბენჟამინ მენდი 11 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.