მერაბ დვალიშვილი კვლავ ჩემპიონია — ქართველმა მანქანამ შონ ომალი დაამარცხა

UFC 316-ის მთავარი ბრძოლა სუპერსუბუქი წონის ქამრისთვის შედგა, სადაც მოქმედი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი შონ ომალის შეხვდა.
საჩემპიონო ბრძოლა ქართველი მებრძოლის სრული უპირატესობით წარიმართა და მესამე რაუნდში დასრულდა — მერაბ დვალიშვილმა მეტოქეს საბმიშენით მოუგო და ქამარი მეორედ დაიცვა.
აღნიშნული გამარჯვებით მერაბ დვალიშვილი პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ქამარი ზედიზედ მეორედ დაიცვა.