მერვედფინალები, დღე 3: დიდებული ამბავი ბრაზილიიდან და უბერებელი ლუკა მოდრიჩი
მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება და დღეს, ბოლოსწინა სათამაშო დღეს, კვლავ ორ შეხვედრას ვიხილავთ. ტრადიციულად ერთს 19:00 საათზე და მეორეს 23:00-ზე.
19:00 იაპონია - ხორვატია
იაპონია ამ დრომდე ტურნირის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა, იმიტომ რომ გუნდი გერმანიასთან და ესპანეთთან იყო ჯგუფში და პირველი ადგილით მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. თანაც ისე, რომ ორივე გრანდის დამარცხება მოახერხა.
ხორვატია მუნდიალზე იგივე ბირთვით ჩამოვიდა, რომლითაც 2018 წელს ფინალში გავიდა. ბევრის აზრით, შემადგენლობა გადაბერებულია, მარა ვისთვის გადაბერებული და ვისთვის - გამოცდილი. ლუკა მოდრიჩი კვლავ ბრწყინავს და მატჩიდან მატჩამდე MVP ხდება. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რომელუ ლუკაკუს რომ სწორი მიზანი ჰქონდეს, დიდი შანსია, ხორვატები ბოლო ტურში ჯგუფშიც ჩარჩენილიყვნენ, რადგან ბელგიელმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა და თავისი ნაკრები გაწირა.
ურთიერთშეხვედრები: 3
იაპონია: 1
ხორვატია: 1
ფრე: 1
იაპონიის გოლები: 4
ხორვატიის გოლები: 4
მატჩები:
1995 წლის 12 აგვისტო, იაპონია 4-3 ხორვატია
1997 წლის 10 აგვისტო: იაპონია 0-1 ხორვატია
1999 წლის 28 მარტი: იაპონია 0-0 ხორვატია
იაპონიის ფორმა ბოლო 5 მატჩი: 2 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე
ხორვატიის ფორმა ბოლო 5 მატჩი: 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი
სავარაუდო შემადგენლობები:
იაპონია: გონდა, ტომიასუ, ტანიგუჩი, იოშიდა, იტო მორიტა, ტანაკა, ნაგატომო, დოანი, მაედა, კამადა
ხორვატია: ლივაკოვიჩი, ჯურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი, კოვაჩიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, კრამარიცი, ლივაია, პერიშიჩი
Goal.ge-ს პროგნოზი: 1-1, პენალტების სერიაში ხორვატია გაიმარჯვებს
23:00 ბრაზილია - სამხრეთ კორეა
საოცარი სიახლეებია ბრაზილიური ბანაკიდან - ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის გუნდის ლიდერი ნეიმარ ჯუნიორი, რაც ნამდვილად ვერ გაახარებს კორეელ გულშემატკივრებს, თუმცა ყველა სხვა დანარჩენისთვის დიდებული ამბავია. ნეიმ ტრავმა პირველ ტურში სერბეთთან მიიღო და ჯგუფის 2 შეხვედრა გამოტოვა, თუმცა მის გარეშეც ბრაზილიელებმა პირველ ადგილზე გასვლის ამოცანა წარმატებით შეასრულეს, მიუხედავად ბოლო ტურში კამერუნთან სენსაციური მარცხისა.
სამხრეთ კორეამ პირველი გამარჯვება ტურნირზე მხოლოდ ბოლო ტურის ბოლო წუთებზე, პორტუგალიასთან მოიპოვა, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან მათ ურუგვაი უფრო მეტი გატანილი გოლის დამსახურებით ჩამოიტოვეს და საკუთარი გულშემატკივარი გაახარეს. რა შანსები აქვს ბრაზილიასთან აზიურ გუნდს - თავად განსაჯეთ.
ურთიერთშეხვედრები: 7

ბრაზილია: 6
სამხრეთ კორეა: 1
ფრე: 0
ბრაზილიის გოლები: 16
სამხრეთ კორეას გოლები: 5
პირველი მატჩი: 1995 წლის 12 აგვისტო, ბრაზილია 1-0 სამხრეთ კორეა
უკანასკნელი მატჩი: 2022 წლის 2 ივნისი, ბრაზილია 5-1 სამხრეთ კორეა
ბრაზილიის ფორმა ბოლო 5 მატჩი: 4 მოგება, 1 მარცხი
სამხრეთ კორეას ფორმა ბოლო 5 მატჩში: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი
სავარაუდო შემადგენლობები:
ბრაზილია: ალისონი, მილიტაო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დანილო, პაკეტა, კაზემირო, ნეიმარი, რაფინია, ვინისიუსი, რიჩარლისონი
სამხრეთ კორეა: სიუნ გიუ, მუნ ჰვანი, იანგ გვუნი, ჯინ სუ, ინ ბეომი, ვუ იანგი, ჰი ჩანი, კანგ ინი, სონ ჰინ მინი, გუე სუნი.

Goal.ge-ს პროგნოზი: ბრაზილია 3-1 სამხრეთ კორეა