ავტორიზაცია

"მესი არ დამარცხებულა მაიამი დამარცხდა" - ზლატანმა ინტერ მაიამი გააკრიტიკა

"მესი არ დამარცხებულა მაიამი დამარცხდა" - ზლატანმა ინტერ მაიამი გააკრიტიკა
თარიღი 30 Jun 2025, 18:38
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინტერ მაიამის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ლიონელ მესი დაიცვა. 

"მესი არ დამარცხებულა, მაიამი დამარცხდა. ის თამაშობს არა რეალური ფეხბურთელების, არამედ ქანდაკებების გვერდიგვერდ. მისი გუნდის მოთამაშეები დარბიან ისე, თითქოს მათზე ტომრებია ჩამოკიდებული. ლეოს ნორმალურ გუნდში რომ ეთამაშა, ნამდვილი ლომის რეალურ ძალასაც იხილავდით.

ინტერში ვერ ვხედავ ერთ ფეხბურთელსაც კი, რომელსაც ბურთის გარეშე გადაადგილება შეუძლია. სამწუხაროდ, მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე ვერ ვიხილეთ არგენტინელი ფლეიმეიქერის რეალური ძალა და ეს პირველ რიგში ფლორიდელთა ბრალია,"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლეგენდა, სწორედ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა პსჟ-მ გამოაგდო.