მესი პელეს რეკორდს უახლოვდება

გუშინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ინტერ მაიამიმ პორტუ 2-1 დაამარცხა. მატჩის გადამწყვეტი გოლი არგენტინელმა ლეგენდამ, ლიონელ მესიმ, საჯარიმო ნიშნულიდან გაიტანა.
ეს გოლი მესისთვის კარიერაში 68-ე გატანილი ჯარიმა იყო, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გატანილი ჯარიმების მქონე ფეხბურთელებს შორის არგენტინელი მესამე ადგილს იკავებს და ის მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება მეორე ადგილოსანს — ბრაზილიელ ლეგენდას, პელეს, რომელსაც 70 გოლი აქვს გატანილი.