ავტორიზაცია

მესი რეკორდების დამხობას აგრძელებს — არგენტინელმა რონალდუს გადაუსწრო

მესი რეკორდების დამხობას აგრძელებს — არგენტინელმა რონალდუს გადაუსწრო
თარიღი 20 Jul 2025, 11:15
MLS-ის მორიგ მატჩში, ლიონელ მესის ინტერ მაიამი ნიუ იორკ რედ ბულს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, 5-1 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩი არგენტინელი სუპერვარსკვლავის ბენეფისი გამოდგა — მესიმ გოლების და ასისტების დუბლი გაიფორმა და ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა.

კარიერის განმავლობაში თერთმეტმეტრიანების გამოკლებით 38 წლის არგენტინელ შემტევს 764 გოლი მოუგროვდა, კრიშტიანუ რონალდუს 1 ბურთით გადაასწრო და ახალი რეკორდსმენი გახდა.s