ავტორიზაცია

მესი სკამზე, მბაპე ძირითადში — დღევანდელი მატჩისთვის პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მესი სკამზე, მბაპე ძირითადში — დღევანდელი მატჩისთვის პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
თარიღი 29 აგვ 2021, 22:02

საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" დღეს სტუმრად "რეიმსს" დაუპირისპირდება.

მატჩისთვის მაურისიო პოჩეტინოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ნავასი – ჰაკიმი, მარკინიოსი, კერერი, დიალო – ვერატი, გეიე, ვეინალდუმი – დი მარია, მბაპე, ნეიმარი

როგორც ხედავთ, პარიზელთა ახალწვეული, ლიონელ მესი თადარიგშია და დიდი ალბათობით, მინდორზე მეორე ნახევარში მოგვევლინება. რაც შეეხება კილიან მბაპეს, რომელსაც ბოლო პერიოდში "რეალს" აქტიურად უკავშირებენ, შეხვედრას პირველივე წუთებიდან დაიწყებს.