მესი თუ რონალდუ? - ანხელ დი მარიას პასუხი

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ, რომელსაც ლეო მესისთანაც უთამაშია და კრიშტიანუ რონალდუსთანაც, ამ ორ ლეგენდას შორის არჩევანი გააკეთა.
"საბოლოოდ, საუკეთესო ფეხბურთელი ისაა, ვინც ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოიგო, ლეოს კი 8 აქვს. ვფიქრობ, მასა და კრიშტიანუს შორის გარკვეული სხვაობაა," - განაცხადა "ელ ფიდეომ".
დი მარიას რონალდუს მხარდამხარ 166 მატჩი აქვს ჩატარებული, მესისთან ერთად კი -141. ანხელს კრიშტიანუსთან მხოლოდ საკლუბო დონეზე უთამაშია, ლეოსთან კი საკლუბო დონეზეც და სანაკრებოზეც.