მესი თუ რონალდუ? - ჯორჯო კიელინიმ არჩევანი გააკეთა
ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ, ჯორჯო კიელინიმ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა.
"თუ ერთი უნდა ავირჩიე, კრიშტიანუს დავასახელებ. მასთან ერთად მოედანზე ყოფნა მომწონდა. როცა მატჩი რთულდებოდა, ვხედავდი, ის თამაშს როგორ აძლიერებდა.
რონალდუ ნებისმიერი პოზიციიდან ურტყამდა, რომ გუნდისთვის ელიდერა და გამარჯვება მოეტანა - ეს მარტივი ბევრი ფეხბურთელისთვის არაა. ზოგადად, მასთან თამაში ძალიან სახალისო იყო" - განაცხადა იტალიელმა.
კიელინი და რონალდუ იუვეში თანაგუნდელები 2018-2021 წლებში იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 55 მატჩი ჩაატარეს - ჯორჯომ კრიშტიანუს 2 ასისტიც გაუკეთა.