"მესის არასდროს შევედრები" - ლამინ იამალი

კატალონიის ბარსელონას 17 წლის ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა საინტერესოზე თემებზე ისაუბრა.
"ყველა ბარსელონას გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. შეუძლებელია გამარჯვებით დაღლა - ეს არის, რაღაც, რასაც ჩემს თავს ყოველთვის ვახსენებ."
"მინდა ჩავის მადლობა ვუთხრა, რადგან მის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მან მოგვცა ჩვენ ახალაგზრდა ფეხბურთელებს შანსი, რომ ჩვენი დებიუტი შემდგარიყო, ამისთვის მინდა მას მადლობა გადავუხადო. "მესის არასდროს შევედრები... ლეო ყველა დროის საუკეთესოა," - ლამინ იამალი.
იამალი კატალონიელთა აღზრდილია და მისი დებიუტი პირველ გუნდში 2023 წელს შედგა, მან ამ დროის განმავლობაში 113 მატჩში, 24 გოლის გატანა და 34 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.