მესის შემდეგ პირველი ფეხბურთელი — დემბელეს საოცარი შედეგი

გუშინ, 2025 წლის ოქროს ბურთი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული უსმან დემბელემ მოიპოვა.
პარი სენ ჟერმენის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი გახდა მეათე ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის, ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.
ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს
1) ბობი ჩარლტონი
2) გერდ მიულერი
3) ფრანც ბეკენბაუერი
4) პაოლო როსი
5) ზინედინ ზიდანი
6) რივალდო
7) რონალდინიო
8) კაკა
9) ლიონელ მესი
10) უსმან დემბელე