"მესისთან პირადად მივალ და ვეტყვი, კიდვ 20 წელი ითამაშოს", - არგენტინელი ფეხბურთელი

არგენტინელი ფეხბურთელი ჰერნან პესენა მის თანამემაულეზე, ლეო მესიზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფეხბურთი რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა ითამაშოს.
"ჩვენ ვხედავთ, როგორი ბედნიერია მესი ამერიკაში. ახალ კლუბში ის თავს კარგად გრძნობს, გოლებს იტანს და ყველაფერი რიგზეა.
მსურს, მესიმ კიდევ 20 წელი ითამაშოს და ნაკრებს წარმატებაში კიდევ ერთხელ დაეხმაროს, მაგრამ ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.
თუ საჭირო გახდა, მესისთან პირადად მივალ, დავისვამ და ვეტყვი, რომ ფეხბურთს თავი არ დაანებოს", - განაცხადა პესენამ.