ავტორიზაცია

"მესისთვის საუკეთესო ვარიანტია", - რივალდომ ლეოს კლუბი ურჩია

"მესისთვის საუკეთესო ვარიანტია", - რივალდომ ლეოს კლუბი ურჩია
თარიღი 26 Aug 2020, 21:56
"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ კლუბიდან გუნდის კაპიტან ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბარსას" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა და კლუბის დატოვება უნდა.

გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელის ხელში ჩაგდება "ინტერს" უნდა, მაგრამ თავად ლეოს "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი იზიდავს, სადაც მისი ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს.

"სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობს მესი კონტრაქტის გაწყვეტის პუნქტით სარგებლობას, "ბარსელონას" ისტორიაში" საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა, ორივე მხარეს უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ, თუ რა ხდება სინამდვილეში".

"ბარსელონას" საუკეთესო ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ უნდა, ამიტომაც ისინი ეცდებიან ფეხბურთელი დარჩენაში დაითანხმონ ან კარგი შემოთავაზების შემთხვევაში მისცენ წასვლის უფლება".

"თუ ყველაფერი ასე განვითარდება, ეს მესისა და "ბარსელონას" ისტორიის სამწუხარო დასასრული იქნება. თუმცა, ზოგჯერ, ფეხბურთში არ ხდება ის, რასაც ველით".

"მანჩესტერ სიტი" მესისთვის საუკეთესო ვარიანტია. 33 წლისაა, მაგრამ ოსტატობა და ტალანტი უდაოა. ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე წელიწადი ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ისიც კი წარმომიდგენია, როგორ ააწყობს გვარდიოლა მესის გარშემო გუნდს. მისი ტალანტი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კლუბში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს", - ციტირებს BetFair რივალდოს სიტყვებს.