მესუთ იოზილმა ფენერბაჰჩე დატოვა
33 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, თურქული „ფენერბაჰჩე" დატოვა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
აპრილიდან ფეხბურთელი ძირითად გუნდს მოკვეთილი იყო და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.
2021/22-სეზონში იოზილმა ყველა ტურნირზე „ფენერბაჰჩეს" მაისურით 26 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მრავალწლიანი კარიერის მანძილზე იოზილმა „შალკეში", „ვერდერში", „რეალში" და „არსენალშიც" მოასწრო თამაში. ამჟამად, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით იმყოფება.
შეუძლებელია, იოზილისნაირი ხედვა გამოიმუშავო: